logo_geo
eng_logo
„კუპიურების ოსკარზე“ 50-ლარიანი წარადგინეს
- +

2 დეკემბერი. 2016. 12:54



საერთაშორისო საბანკო ბილეთის საზოგადოებამ 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა. წარდგენილ კუპიურებს შორის ქართული 50-ლარიანი კუპიურაა.



გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით.

ქართულ 50-ლარიან კუპიურასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა". კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები.



კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, მალდივის კუნძულების 1 000 რუფიას კუპიურა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner