logo_geo
eng_logo
ემზარ ჯგერენაია: აქციზების გაზრდა გარდაუვალია
- +

2 დეკემბერი. 2016. 14:31




ეკონომიკის ექპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ განხილული ეკონომიკური საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და ისე განიხილოს.


მისი თქმით, აღნიშნული საკითხები აქციზების ზრდას, ლარიზაციასა და სწრაფი სესხების აკრძალვას უკავშირდება.

 

„ეკონომიკურ საკითხებში განსხვავებული პლასტერებია. პირველი პლასტერი არის უშუალოდ ბიუჯეტის თემა და საგადასახადო საკითხი. რა თქმა უნდა, სხვა საშუალება არ არსებობს, აქციზების გაზრდა გარდაუვალია.

 

მეორე თემა, რომელიც ამ საკითხს გადაება, ეს არის ლარიზაციის თემა,  ე.წ.ახალი პლასტერი, სადაც ბევრი კითხვის ნიშანია და გარურკვეველია სიტუაცია დოლარებში შემოტანილ დეპოზიტებზე, პროცენტებზე, პროცენტის ნიშნულზე და ა.შ. ბევრი რამე არის გასარკვევი და ამან გამოიწვია გაუგებრობა. ეს არის მიზეზი იმ პანიკისა, რაც ლარი-დოლარის გაცვლით ბაზარზე მოხდა.

 

მესამე ნაწილი უკვე პოლიტიკური თემაა, როდესაც რამეზე ვაცხადებთ, რომ ვკრძალავთ, შემდეგ ვათვითცნობიერებთ, რომ ეს უხეში ტონია და ვფიქრობთ იმაზე, რომ რეგულაციის ქვეშ მოვაქციოთ, მაგრამ არ ვამბობთ, როგორ, რადგან ესეც რთული თემაა და ისევ გაურკვევლობა იწყება. ამან გამოიწვია გუშინ, სავალუტო ბაზარზე მომხდარი აჟიოტაჟი. თუ მოაშორებდნენ ინტერნეტბანკინგის თემას და ცალკე განიხილავდნენ მას, უფრო მოგებული დარჩებოდა მთავრობა.

 

დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული არეულობა. ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნეთ, სიგარეტისა და ნავთობის აქციზებზე ვისაუბროთ თუ ლარის კურსზე, ამაზე მიბმულ ლარიზაციაზე თუ ა.შ.", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner