logo_geo
eng_logo
შაბთაი ცური: ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საქართველოში რვა სინაგოგა აღადგინა
- +

2 დეკემბერი. 2016. 15:13



„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ საქართველოს 8 სინაგოგაა აღდგენილი", - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.



როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართველები სინაგოგებს აშენებენ, უვლიან, ასეთი ფაქტი კი, მსოფლიოში არ არსებობს.



ამასთან, ელჩმა სამწუხარო უწოდა გორში სინაგოგას გაქურდვის ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა.



ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართელებისთვისაც. მე საქართველოში დავიბადევიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისმგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითი დღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება",- განაცხადა ელჩმა.



ისრაელის ელჩი გორში სინაგოგას გაქურდვასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner