დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი მიშა მესხი „პრაიმტაიმთან" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" არაფერში არ აწყობდა ამ კადრების გასაჯაროება.
„მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა „დავერბოვკებული". მაგალითად, ჩემს მეგობარ ზურა ხაჩიძეს, როცა ის აქციებზე დადიოდა, შეუთვალეს, შენი შვილის ანასტასიას პამპერსიდან ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოვიღებთო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია, მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს.
ჩვენ პრობლემას ყოველთვის სხვაში ვეძებთ და არა საკუთარ თავში. დღეს ქარი რომ ამოვარდება, ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ხვალ წყალდიდობა რომ მოხდეს, ბიძინა ივანიშვილის ბრალი იქნება. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ კაცს დააბრალო. პრობლემა ჩვენში უნდა ვეძებოთ. არაფერში არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" ამ კადრების გასაჯაროება. ცალსახად ვერც „ნაციონალებს" დავაბრალებ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება", - განაცხადა მესხმა.