„ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით 16:00 საათზე დოლარი 2.5538 ლარად იყიდება.
დღეს „ბლუმბერგზე" ვაჭრობა 1 დოლარი 2.5825 კურსით დაიწყო და ლარის კურსი 2.5538 -მდე გამყარდა.
სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა დღეს 2.588 - 2.62 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.488-2.55 ლარად შეუძლიათ.