ლარის გაცვლითი კურსი 3 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.5599 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
2 დეკემბერს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0,0271 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა და 1 ევრო 2.7250 ლარი ეღირება. სამშაბათს მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში - 0.0241 ლარი შეადგინა.