logo_geo
eng_logo
აწყურთან სამარშრუტო ტაქსის და სატვირთოს შეჯახებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა
- +

2 დეკემბერი. 2016. 19:00



ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.


სოფელ აწყურის შესასვლელთან, სატვირთო ავტომობილი და ხაშური-ახალციხის სამარშუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმყოფებოდა, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.



როგორც „კვირას" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner