logo_geo
eng_logo
რუსუდან გლურჯიძის ფილმმა "სხვისი სახლი" მორიგი გამარჯვება საბერძნეთში მოიპოვა
- +

2 დეკემბერი. 2016. 20:58



17-27 ნოემბერს საბერძნთში კინოფესტივალი Panorama of European Cinema გაიმართა, რომელმაც საზოგადოებას არაერთი ცნობილი და წარმატებული ფილმი შესთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ფიპრესია", რომელსაც კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიური გასცემს. წელს "ფიპრესი" რუსუდან გლურჯიძის ფილმს "სხვისი სახლი" გადასცეს!


"სხვისი სახლი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.


რამდენიმე საათის წინ კი "სხვისი სახლი", როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული პრიზის, "სატელიტის" მფლობელი გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner