logo_geo
eng_logo
ამირან ამირანაშვილი: ჩვენი კაცების საქმეს ემიგრანტები გააკეთებენ, თქვენ კი მოწიეთ პლანი...
- +

2 დეკემბერი. 2016. 21:06



რეჟისორი ამირან ამირანაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


მე წინააღმდეგი ვარ - სადარბაზოს წინ რომ დაგხვდებიან ჯიგრები, ჩაცუცქულები და მასტერკას მოგაწოდებენ - აჰა ბიძა-ჯან დაგვეწვიეო - მაგრა "გაგისწორდებათ"? ან თქვენი შვილი რომ მოვიდეს სახლში, დაბოლილი და ლაფშგადმობრუნებული - "გაგისწორდებათ"? მომავალ თაობაზე იფიქრეთ! ისედაც ნახევარი ახალგაზრდობა დას...ლი დადის. ქალი ამათ აღარ აინტერესებთ და კომპიუტერის დანახვაზე ორგაზმი ეწყებათ. ცოტა დავფიქრდეთ, ხალხო, თორემ მერე გვიან იქნება.

 

ევროპაში ასეაო. ევროპაში ქუჩებიც სუფთაა და ფანჯრებიდან ნაგავს არავინ ყრის. ქართველი მეფეები ეწეოდნენო - მიტომაც ვიყავით კარგად, სულ ორიოდე მეფეს თუ დაასახელებ მართლა რომ რაღაც გააკეთა. წადი რა შვილო, ღვინო დალიე, დაილოცე, ქალს მოეფერე, ჩაეხუტე, სვანეთი ნახე, ქუთაისში ხაჭაპური ჭამე, აჭარაში ზღვაში გაგრილდი, კახეთში ვენახში გაიარე, ვარძიაში შედი და დაფიქრდი. საერთოდაც დაფიქრდი, თავი იმიტომ გაბიათ.

 

გაიგეთ რა, ცოტანი ვართ ცოტანი და თუ სხვას ავყევით, ჩვენი კაცების საქმეს ჩამოსული ემიგრანტები გააკეთებენ. თქვენ კი მოწიეთ პლანი და წერეთ მერე თვალცრემლიანებმა თქვენი ტილიანი ლექსები უკვე თქვენივე ხელით დანგრეულ საქართველოზე", - წერს ამირანაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner