logo_geo
eng_logo
„ჩამოაცვეს ცელოფანი და მანამდე ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში“- აზერბაიჯანში პოლიციელებმა ჟურნალისტი აწამეს
- +

2 დეკემბერი. 2016. 22:13

 

აზერბაიჯანელი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის გაცხადებით, ჟურნალისტ იკრამ რაგიმოვის წამებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში 2016 წლის 30 ნოემბერს საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას, ადვოკატზე დაყრდნობით, გამოცემა „კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

 

საინფორმაციო პორტალ realliq.info-ის მთავარი რედაქტორი იკრამ რაგიმოვი 2016 წლის 25 ნოემბერს სუმგაიტის საქალაქო სასამართლომ ცილისწამების ბრალდებით გაასამართლა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო გარჩევის საგანი გახდა სტატია, რომელიც 2016 წლის 25 მაისს გაზეთ ჰურიიეთში [თავისუფლება] გამოქვეყნდა. სტატიაში სავაჭრო ცენტრ “იაფი მარკეტის” ქსელის მიერ გადასახადებისგან თავის არიდებასა და სუმგაიტის ხელმძღვანელისთვის, ზაკირ ფარაჯევისთვის 500 ათასი მანათის [დაახლოებით, 300 ათასი აშშ] ოდენობის ქრთამის მიცემაზე იყო საუბარი. ცილისწამებისთვის გაასამართლეს სტატიაში ნახსენები ინფორმაციის წყარო, რამხან ნოვრუზოვიც. გარდა ამისა, სტატია ეყრდნობოდა აზერბაიჯანის საგადასახო სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტაციას.

 

ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს შემდეგ ჟურნალისტი პოლიციელებმა განყოფილებაში წაიყვანეს და სუმგაიტის ხელმძღვანელისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. უარის შემდეგ კი წამებას მიმართეს.

 

ჩამოაცვეს ცელოფანი და მანამდე ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში, სანამ სუნთქვა გაუჭირიდა და ჩამოვარდნის შედეგად სკამის კიდეს დაარტყა თავი. პარალელურად ამ ყველაფრის ვიდეოჩანაწერს აკეთებდნენ და ონლაინ-რეჟმში ფარაჯევს აყურებინებდნენ”, – ამბობს ჟურნალისტის ადვოკატი.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, 30 ნოემბერს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

 

თავად ფარაჯევი, სუმგაიტის ხელმძღვანელი პირი, უარყოფს მის მიმართ ბრალდებას და ამბობს, რომ საერთოდ არ სმენია ასეთი ჟურნალისტის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner