logo_geo
eng_logo
როგორ გადაურჩა 6 მგზავრი ავიაკატასტროფას, რომელსაც 71 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 დეკემბერი. 2016. 23:43



კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილი მგზავრები თვითმფრინავში გატარებულ ბოლო წამებს იხსენებენ და განმარტავენ, როგორ მოახერხეს გადარჩენა მაშინ, როდესაც ავიაკატასტროფას 71 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები, ჟურნალისტები და ეკიპაჟის წევრები.


როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩენილმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, მან უსაფრთხოების პროცედურები დაიცვა და სწორედ ამიტომ გადარჩა. ერვინ ტუმირი ერთ-ერთია ეკიპაჟის წევრებს შორის, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის წარმოშობით ბოლივიელია.


ბევრი მგზავრი ადგილიდან წამოდგა და ყვირილი დაიწყო. მე ჩანთა ფეხებს შორის მოვათავსე და დავიკავე ის პოზიცია, რაც უსაფრთხოების ნორმებით იყო რეკომენდებული" - განუცხადა ტუმირიმ რეპორტიორებს საავადმყოფოში, სადაც ავიაკატასტროფის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიების პროცესში კოლუმბიის, ბრაზილიის, ბოლივიისა და ბრიტანეთის მთავრობები მონაწილეობენ. საავიაციო სააგენტოს წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ვარდნის მიზეზად საწვავის ნაკლებობა დაასახელეს.


ავიაკატასტროფის ამ ვერსიას ამყარებს ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის, 28 წლის სუარეზის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ დაცემამდე თვითმფრინავში განათება შესუსტდა. როგორც კოლუმბიელმა სამართალდამცავებმა განმარტეს, მაშინ როდესაც თვითმფრინავში საწვავის ნაკლებობაა, ეს ელექტროსისტემის დაზიანებასაც იწვევს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner