logo_geo
eng_logo
„რომ არ დამეწერა ალბათ გული გამისკდებოდა“ – რას წერს იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდას მეგობარი
- +

2 დეკემბერი. 2016. 23:49



26 წლის ქართველი, რომელიც იტალიის ქალაქ პადუაში სამართალდაცველებმა გარდაცვლილი იპოვეს, იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა.


კარლო გოდოლაძე კონსტუტუციონალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო და იტალიის ქალაქ პადუაში მაგისტრატურას გადიოდა. სოციალურ ქსელში მისი მეგობარი თამთა მელიქიძე კარლოს იხსენებს:


ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე კარლოს წარსულში ხსენება თუ მომიწევდა. სულ იმაზე მეჩხუბებოდი ბატონ კარლოს ნუ მეძახიო, და აგერ გიხსენიებ როგორც უბრალოდ კარლოს, მაგრამ ამას შენ ვეღარ გაიგებ. ეს რომ არ დამეწერა ალბათ გული გამისკდებოდა.. როცა ეს ამბავი გავიგე, გამახსენდა ყოველი დღე, ყოველი ლექცია რომელიც ჩაგიტარებია, ყოველი ფედერალისტების შეხვედრა, ყოველი ხუმრობა... და გული დამეწვა, რომ ეს ყველაფერი აღარასოდეს განმეორდება, რომ შენ აღარასოდეს დამიძახებ თამთიშას, აღარასოდეს გამკიცხავ იმის გამო რომ ვზარმაცობ, აღარასოდეს გამიყოფ შოკოლადს, ვეღარ ვითამაშებთ ერთად მაფიოზობანას, ვეღარ მოვიგებთ...

 

არა მარტო კარგი ლექტორი, სამართლიანი და მშრომელი, არამედ კარგი მეგობარი იყავი, არა, ხარ ! ჩემთვის... და ყოველთვის ასე იქნება..

რატომ შენ?..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner