პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, მასენას ბულვარის ტერიტორიაზე, შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.
„ფრანს პრესის" ინფორმაციით, მამაკაცი სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.
ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, სამხრეთით გადაადგილებისკენ დროებით თავი შეიკავონ.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებიც.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები თავდამსხმელთან მძევლების განთავისუფლებაზე.
ვიდეოკადრები YOUTUBE-ზე პარიზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ატვირთა