logo_geo
eng_logo
პარიზში შეიარაღებულმა მამაკაცმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა
- +

3 დეკემბერი. 2016. 00:20



პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, მასენას ბულვარის ტერიტორიაზე, შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.


„ფრანს პრესის" ინფორმაციით, მამაკაცი სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.


ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, სამხრეთით გადაადგილებისკენ დროებით თავი შეიკავონ.


ადგილზე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებიც.


ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები თავდამსხმელთან მძევლების განთავისუფლებაზე.


ვიდეოკადრები YOUTUBE-ზე პარიზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ატვირთა


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner