მძევლები, რომლებიც პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, შეიარაღებულ მამაკაცს ჰყავდა აყვანილი, უსაფრთხოდ არიან.
ამის შესახებ „ფრანს-პრესის" „ტვიტერის" გვერდზე წერენ.
მამაკაცმა კი, სავარაუდოდ, მათი გათავისუფლება და გაქცევა მანამდე შეძლო, სანამ არსებულ ტერიტორიას შეიარაღებული ოფიცრები სრულად დაიკავებდნენ.
მასენას ბულვარის ტერიტორიაზე, პარიზის მე-13 ოლქში, სამართალდამცავები ამ წუთებშიც პატრულირებენ და მამაკაცს ეძებენ.
„ფრანს პრესის" ინფორმაციით, მამაკაცი სააგენტოში ძარცვის მიზნით იყო შეჭრილი, თუმცა, ბოლოდროინდელი ტერაქტების გამო, სამართალდამცავებს სხვა ეჭვებიც ჰქონდათ.