logo_geo
eng_logo
პარიზში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია, ეჭვმიტანილმა კი გაქცევა მოახერხა
- +

3 დეკემბერი. 2016. 02:01



მძევლები, რომლებიც პარიზის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში, შეიარაღებულ მამაკაცს ჰყავდა აყვანილი, უსაფრთხოდ არიან.


ამის შესახებ „ფრანს-პრესის" „ტვიტერის" გვერდზე წერენ.


მამაკაცმა კი, სავარაუდოდ, მათი გათავისუფლება და გაქცევა მანამდე შეძლო, სანამ არსებულ ტერიტორიას შეიარაღებული ოფიცრები სრულად დაიკავებდნენ.


მასენას ბულვარის ტერიტორიაზე, პარიზის მე-13 ოლქში, სამართალდამცავები ამ წუთებშიც პატრულირებენ და მამაკაცს ეძებენ.


„ფრანს პრესის" ინფორმაციით, მამაკაცი სააგენტოში ძარცვის მიზნით იყო შეჭრილი, თუმცა, ბოლოდროინდელი ტერაქტების გამო, სამართალდამცავებს სხვა ეჭვებიც ჰქონდათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner