ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დანერგილი ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროკომისიამ მონიტორინგის შედეგად დადებითად შეაფასა.
საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, საიდანაც ევროპაში თაფლის იმპორტია შესაძლებელი.