ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის - „შაპეკოენსის" მეკარე ნივალდო ნანობს, რომ ავიაკატასტროფას ცოცხალი გადაურჩა.
კლუბის 19 ფეხბურთელი, „შაპეკოენსის" სხვა 19 თანამშრომელთან ერთად, იმ გარდაცვლილ 71 ადამიანს შორის არიან, რომლებიც კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. კატასტროფას ექვსი ადამიანი ცოცხალი გადაურჩა.
42 წლის ნივალდო, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მედელინში, „ატლეტიკოსთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე იმყოფებოდა.
„დღეს ორმაგი განცდა მაქვს, რომ ცოცხალი ვარ, თუმცა გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ნივალდომ ჩNN-სთან საუბარში, რომელიც სტადიონზე, საკუთარ დასთან ერთად მივიდა.
„შაპეკოენსის" ფეხბურთელებს ცუდად უხდიან, თუმცა არ შეგვეძლო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი არ ყოფილიყო", - აღნიშნა ნივალდომ.
თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა რამდენიმე დღის წინ განიცადა.
თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. საფეხბურო კლუბ „შაპეკოენსის" ფეხბურთელებს კი, მედელინში, ადგილობრივ გუნდ „ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.