logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას
- +

3 დეკემბერი. 2016. 02:55



ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე განაცხადა.


კალაძემ ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა.


მინდა გამოვეხმაურო ჩვენი დელეგაციის ვიზიტს ბრიუსელში, ეს მართლაც ძალიან წარმატებული ვიზიტია. ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონ მოგერინის განცხადება, რომ საქართველომ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მიუხედავად ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მცდელობებისა, რომ შეეფერხებინათ უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ისინი ისევ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიოდნენ, მათ ნამდვილად არ გამოუვათ ეს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას",- განაცხადა კახა კალაძემ „იმედის" ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner