ბრიუსელში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.
ტელეკომპანიის VRT-ს ცნობით, 20 ადამიანი ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა, 14 კი აეროპორტში მომხდარი ტერაქტების დროს დაიღუპა.