logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
- +

3 დეკემბერი. 2016. 11:08



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეშვილთან ერთად, რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა. შენობაში განთავსებულია საცავი, რომელშიც დაცულია სააგენტოს საარქივო დოკუმენტები მთელი საქართველოდან. ამავე შენობაშია თანამედროვე სტანდარტების საწყობი, რომელიც სასაწყობო მასალების შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს.


გიორგი მღებრიშვილმა მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებათა საექსპერტო შემოწმების განახლებული შენობაც დაათვალიერა. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მოდერნიზებულ შენობაში მოქალაქეები მომსახურებას ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner