logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთს სჭირდება ევროპა, ისევე როგორც ევროპას სჭირდება თურქეთი
- +

3 დეკემბერი. 2016. 11:43



ესპანური გამოცემა „El Pais"-ის ინფორმაციით, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა მადრიდში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ თურქეთს სჭირდება ევროპა, ისევე როგორც ევროპას სჭირდება თურქეთი.


„ერდოღანმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის მისამართით ბრალდებების წაყენება, რაც თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. თუ თურქეთი არ შეასრულებს ევროკავშირის 72 კრიტერიუმს, რაც საჭიროა სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ეს თურქეთის პასუხისმგებლობა იქნება და არა ჩვენი", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.


ევროკომისიის თავმჯდომარე ასევე დარწმუნებულია, რომ თურქეთი ერთგული დარჩება მიგრანტების შესახებ შეთანხმების შესრულებისადმი.

 

„პრეზიდენტი ერდოღანი არ დატოვებს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს კრიმინალური ორგანიზაციებისა და კონტრაბანდისტების ამარად", - დასძინა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner