logo_geo
eng_logo
მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
- +

3 დეკემბერი. 2016. 12:13



ქუთაისში ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.


ბავშვი მძიმე მდგომარეობით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.


არსებული ინფორმაციით, ბავშვს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული.


თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner