logo_geo
eng_logo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

3 დეკემბერი. 2016. 13:07


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


„თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.


როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის გზების გაწმენდა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულის რეკომენდაციას არ იძლევა და ადგილზე ტექნიკა მაშინვე იქნება მობილიზებული, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner