logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მინდა მადლობა გადავუხადო ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს
- +

3 დეკემბერი. 2016. 15:03



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას გამოიჩინეს სიმამაცე და სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რომლის დროსაც ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. აქვე, სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს.


„მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში. მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე. ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენი ღირებულებების დაცვაში. საქართველო-NATO-ს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა და განვავითაროთ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner