logo_geo
eng_logo
თელავის თეატრი ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის
- +

3 დეკემბერი. 2016. 16:29



თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა საჩუქრად HYUNDAI-ს მარკის ავტობუსი მიიიღო.


როგორც თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა „20/30"-ს განუცხადა,  თეატრს საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავდა და ამ პრობლემის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი თვის წინ შეიტყო.


„როდესაც ბიძინა ივანიშვილი, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, თელავის თეატრში იმყოფებოდა, ჩვენი პირობებით და არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ვუთხარით, რომ თეატრს ტრანსპორტის მხრივ გასაჭირი ჰქონდა. დაგვპირდა, რომ ჩვენს პრობლემას მოაგვარებდა და შეასრულა კიდეც", - აღნიშნა  პაატა გულიაშვილმა.


მისივე განმარტებით, თელავის თეატრი ქვეყნის მასშტაბით პირველია, რომელსაც საკუთარი ტრანსპორტი აქვს.


თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 66 ადამიანია დასაქმებული და აქედან 22 მსახიობია.


„დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც თელავის თეატრს მოგვანიჭა. მადლობა ძალიან საჭირო და აუცილებელი საჩუქრისთვის", - აღნიშნულია თეატრის facebook-გვერდზე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner