logo_geo
eng_logo
აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის მიხედვით, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აკრძალულია
- +

3 დეკემბერი. 2016. 16:31



აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს 375 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.


დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული. აკრძალულია თანხების გამოყოფა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. ეს შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, ვიდრე პენტაგონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით არ შეატყობინებს აშშ-ის კონგრესს იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შეწყვიტა „უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინისა და NATO-ს წევრების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".


აკრძალულია ასევე ნებისმიერი ქმედებების დაფინანსება, რომლებიც ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner