ზუგდიდში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. წაქცეული ხეები ავტომობილებს დაეცა. მსხვერპლი არ არის. ამის შესახებ „პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.
თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ქარის მიერ მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გრიგალთან ერთად ქალაქში ძლიერი წვიმაც არის. უამინდობის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გარემოს ეროვნული ცენტრის გუშინდელი პროგნოზით, 3-4 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმი იყო მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი - უხვი ნალექი.