logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
- +

22 მარტი. 2016. 17:39



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა  საფრანგეთის ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა ასევე  თავშესაფრის საკითხებსა და ამ კუთხით განხორციელებული ცვლილების შესახებ ისაუბრა.         


საფრანგეთის ელჩმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  


პასკალ მენიემ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებების მონახულებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის სურვილიც  გამოთქვა.


საფრანგეთის ელჩი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა ჩასახლებებს მომდევნო კვირაში ესტუმრება.  





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner