არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, იუნესკოს კონფერენციაზე საფრთხეში მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ასმილიონიანი ფონდი შეიქმნება. ფონდის შექმნის ინიციატივა წამოაყენა ნობელის პრემიის ხუთმა ლაურეატმა
ფონდიდან თანხები ძეგლების დაცვაზე, ტრანსპორტირებასა და რესტავრაციაზე დაიხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონაში მდებარე ძეგლებს მიექცევა.
UNESCO გაერო-ს სპეციალიზირებული სააგენტოა, რომლის მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.
საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში სულ 55 ობიექტი შევიდა.