თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში სასამართლოს 80 გვერდიანი შუამდგომლობა წარუდგინა. პროკურატურის შუამდგოლობით, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ასევე, სოდის მაშინდელი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ფიგურირებენ.
როგორც ჟურნალისტებთან პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ განაცხადა, „ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეში, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ახალი მოწმეების ჩვენებით არის გამყარებული.
ზუსტად ამ მოწმეების ჩვენებებშია მითითებული და დასახელებული მაღალი თანამდებობის პირების სახელები და გვარები, იმჟამინდელი გენერალური პროკურორი, საქართველოს პრეზიდენტი და ეს პირები აუცილებლად დაიკითხებიან",-განაცხადა გვიმრაძემ.
მიზეზებს, თუ რატომ ფიგურებებენ საქმეში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და კოდუა, სახელწმიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს. გვიმრაძის თქმით, თუ მოწმეების ჩვენებით დადასტურედება და უტყუარი მტკიცებულება იქნება იმის, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ სააკაშვილი, ადეიშვილი , კოდუა და მერაბიშვილი, მათ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეში ბრალი აუცილებლად წარედგინებათ.