ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ბრიუსელში მომხდარ ტერორისტული აქტების სერიას ეხმაურება:
"ამჯერად ტერორისტების მსხვერპლი ბელგია გახდა - ბრიუსელში რამდენიმე შეტევა განხორციელდა...
ჩვენ , მთელი კაცობრიობა, თითოეული კეთილი ნების ადამიანი ვართ ომში ბოროტებასთან, ყოველი სახლი, ქალაქი არის დარტყმის საფრთხის ქვეშ.
ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამ ომში გვჭირდება ერთობა და სიმტკიცე. ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ეს საშინელება", - წერს ვიცე პრემიერი სოციალურ ქსელში.