logo_geo
eng_logo
ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

3 დეკემბერი. 2016. 21:09


 

გამოცემის The Independent ინფორმაციით, ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სპიკერის განმარტებით, ამჟამად ცნობილი ფიზიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

74 წლის პროფესორი რომში ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიის კონფერენციას დაესწრო და რომის პაპ პრანცისკეს შეხვდა.


გამოცემის ინფორმაციით, 1 დეკემბერს, ღამით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რომში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ფიზიკოსი თავს უკვე კარგად გრძნობს.


არსებული ინფორმაციით, სტივენ ჰოკინგმა საავადმყოფოში ორი ღამე გაატარა.


21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი - მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის - რომელმაც საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. მეცნიერი 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით ერთი გოგო და ორი ბიჭი შეეძინა. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner