logo_geo
eng_logo
„მადლობა ბიძინა ივანიშვილს საჩუქრისთვის“ - თელავის თეატრს HYUNDAI-ს მარკის ავტობუსი გადაეცა
- +

3 დეკემბერი. 2016. 21:38



თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა საჩუქრად HYUNDAI-ს მარკის ავტობუსი მიიღო.

როგორც თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა 2030-ს განუცხადა, თეატრს საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავდა და ამ პრობლემის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორი თვის წინ შეიტყო.



როდესაც ბიძინა ივანიშვილი, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, თელავის თეატრში იმყოფებოდა, ჩვენი პირობებით და არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ვუთხარით, რომ თეატრს ტრანსპორტის მხრივ გასაჭირი ჰქონდა. დაგვპირდა, რომ ჩვენს პრობლემას მოაგვარებდა და შეასრულა კიდეც" - განაცხადა პაატა გულიაშვილმა.



მისი თქმით, თელავის თეატრი ქვეყნის მასშტაბით პირველია, რომელსაც საკუთარი ტრანსპორტი აქვს.



თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 66 ადამიანია დასაქმებული და აქედან 22 მსახიობია.


 

დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც თელავის თეატრს მოგვანიჭა. მადლობა ძალიან საჭირო და აუცილებელი საჩუქრისთვის",- წერია თეატრის FACEBOO-გვერდზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner