ბაქოში აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს.
ადგილობრივი მედიიის ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა. კერძოდ, სამართალდამცავები აზერბაიჯანის მოქალაქის, ემინ ჯამის, მეტსახელად ებუ ჯაფარის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რა დროსაც ეჭვმიტანილმა წინააღმდეგობის გაწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამომქმედება სცადა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 38 წლის ემინ ჯამი 2007 წელს გასამართლებული იყო ტერირისტულ ორგანზაციასთან კავშირის გამო. 2016 იგი პატმრობიდან გათავისუფლდა და ისევ დაუკავშირდა ტერორისტებს.