ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა.
ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დახმარებას უახლოეს მომავალში გაუწევს.