logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მე ვენდობი ჩვენს საბანკო სექტორს
- +

4 დეკემბერი. 2016. 00:43

 

 

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა თუ ცალკეულმა სუბიექტებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ.


შესაბამისად ამან წარმოქმნა დოლარის ძალიან დიდი აღმავალი მოძრაობა, თუმცა ძალიან სწრაფადვე, მას მერე, რაც მოხდა სწორი კომუნიკაცია და ბაზრის მოთამაშეებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, ძალიან მალევე გააკეთეს რეაგირება. დროული განცხადებით გამოვიდა ეროვნული ბანკი, რომ ეს არ იყო რეალური, ბუნებრივი წონასწორობის კურსი და შეიძლებოდა მათ უბრალოდ ზარალი განეცადათ" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის საბანკო სექტორს ენდობა და ეჭვიც არ ეპარება, რომ ისინი ბაზარზე კეთილსინდისიერად მუშაობენ.


მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მის მიერ შეთავაზებული გზავნილი, ჰეჯირებასთან დაკავშირებით, განაპირობებს იმას, რომ ხალხი ნაკლებად იყოს ვალუტის რყევებზე დამოკიდებული.


მე ვენდობი ჩვენს კომერციულ საბანკო სექტორს და მოთამაშეები, რომლებიც იქ არიან, პასუხისმგებლიანი მენეჯერები გახლავთ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს მათთან , შეუძლიათ დაუსვან.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე, სწორედ ამიტომ, ის გზავნილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვაჟღერებ, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ჩამოყალიბდა უკვე გეგმად, განაპირობებს იმას, რომ ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ვალუტის რყევაზე" - განაცხადა ქუმსიშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner