logo_geo
eng_logo
ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

4 დეკემბერი. 2016. 01:24



სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა კალიფორნიის ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად.


დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან შენობაში ჯერ კიდევ რჩება ხალხი. კლუბში ჯგუფ "Golden Donna"-ს კონცერტი უნდა გამართულიყო.


გამოცემა "KTVU"-ის ინფორმაციით, 25 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკამ გამოიწვია. მეხანძრეები შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner