logo_geo
eng_logo
შტორმი ბათუმში - ძლიერმა ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე მიაღწია
- +

4 დეკემბერი. 2016. 02:09



ძლიერი შტორმია ბათუმის სანაპიროზე. ძლიერმა ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე მიაღწია.


სამაშველო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზღვამ ბალასტი ამოყარა აკვაპარკთან, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, "პიერ-ბათუმთან" და  "ალი და ნინოს" ქანდაკებასთან.


ამ წუთებში სანაპიროზე იმყოფებიან ბულვარის ადმინისტრაციიის წარმომადგენლებიც, მათი ინფორმაციით, შტორმის დაკლებას ღამის 2 საათის შემდეგ ელოდებიან.


ამასთან, ქობულეთში, ფიჭვნართან  სამაშველოს სამსახურის შენობის პირველი სართული ტალღებმა შეანგრია.


სამაშველო და სახანძრო სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძახებები მოსახლეობის მხრიდან არ მიუღიათ და სიტუაცია კონტროლირებადია.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner