ძლიერი შტორმია ბათუმის სანაპიროზე. ძლიერმა ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე მიაღწია.
სამაშველო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზღვამ ბალასტი ამოყარა აკვაპარკთან, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, "პიერ-ბათუმთან" და "ალი და ნინოს" ქანდაკებასთან.
ამ წუთებში სანაპიროზე იმყოფებიან ბულვარის ადმინისტრაციიის წარმომადგენლებიც, მათი ინფორმაციით, შტორმის დაკლებას ღამის 2 საათის შემდეგ ელოდებიან.
ამასთან, ქობულეთში, ფიჭვნართან სამაშველოს სამსახურის შენობის პირველი სართული ტალღებმა შეანგრია.
სამაშველო და სახანძრო სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძახებები მოსახლეობის მხრიდან არ მიუღიათ და სიტუაცია კონტროლირებადია.