logo_geo
eng_logo
აჭარის მაღამთიან რაიონებში 2500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
- +

4 დეკემბერი. 2016. 02:47



უამინდობის გამო, აჭარის მაღამთიან რაიონებში 2500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტროსადენების დაზიანებაა.


"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაო ბრიგადები დაზიანებების აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.


მაღალმთიან აჭარაში დილიდან ინტენსიურად თოვს.


ენერგომომარაგების კუთხით პრობლემები შეექმნა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობის ნაწილს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner