logo_geo
eng_logo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
- +

4 დეკემბერი. 2016. 11:07



გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე 4 დეკემბერს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 -5 გრადუსია მოსალოდნელი.


გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.


 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, 5 დეკემბერს, გამთენიისას ადგილზე შეაფასებს ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა ადგილზე რეკომენდაცია საავტომობილო გზაზე მოძრაობის რეჟიმის აღდგენის შესახებ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე უამინდობის გამო ამ დროისთვის ზვავსაშიშროება ნარჩუნდება, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner