მაროკოს სპეცდანიშნულების სამსახურმა საფრანგეთში ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილი „ისლამური სახელმწიფოს" წევრი დააკავა.
ბრალდებული დაეშის აგენტებს სირია-თურქეთის საზღვარზე ხვდებოდა, მათგან მითითებებს იღებდა, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა წევრებისთვის უნდა გადაეცა.
საფრანგეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ ექსტრემისტების ეს დაჯგუფება დაკავებათა რამდენიმე სერიის შემდეგ გააუვნებელყვეს. დაკავებულ ისლამისტთა შორის საფრანგეთის, მაროკოსა და ავღანეთის მოქალაქეები იყვნენ.