logo_geo
eng_logo
ილია მეორე: უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის
- +

4 დეკემბერი. 2016. 14:20



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე მიულოცა.



ქართველი ხალხი ბედნიერია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია. უფლის განგებით მოხდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს. ტაძრად მიყვანება კიდევ ერთხელ გვეუბნება თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფლევლის. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, რომ გახდეს ღირსი სასუფევლის. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის", - განაცხადა პატრიარქმა.



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner