უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი 26-ჯერ გახსნა, - აღნიშნული განცხადება უკრაინის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დონბასის სეპატრატისტების წინააღმდეგ გააკეთეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, თავდასხმის ობიექტი 11 დასახლებული პუნქტი და მათი შემოგარენი აღმოჩნდა.
ჯარისკაცების თქმით, რიგ შემთხვევებში ყუმბარმტყორცნების პარალელურად 82-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები და ჯავშანტექნიკა გამოიყენებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.