logo_geo
eng_logo
უკრაინის ძალოვანი უწყების ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ცეცხლი 26-ჯერ გახსნა
- +

4 დეკემბერი. 2016. 14:46



უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი 26-ჯერ გახსნა, - აღნიშნული განცხადება უკრაინის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დონბასის სეპატრატისტების წინააღმდეგ გააკეთეს.



უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, თავდასხმის ობიექტი 11 დასახლებული პუნქტი და მათი შემოგარენი აღმოჩნდა.


ჯარისკაცების თქმით, რიგ შემთხვევებში ყუმბარმტყორცნების პარალელურად 82-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები და ჯავშანტექნიკა გამოიყენებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner