იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. კანონპროექტის ინიციატორია პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი და სენატის უფლებამოსილების შეზღუდვას შეეხება.
როგორც უცხოური მედია წერს, შედეგები პრემიერისთვის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, რადგან რენციმ პირობა დადო, რომ თუ მოსახლოება საკონსტიტუციო რეფორმას მხარს არ დაუჭერს, თანამდებობას დატოვებს.
ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 51 მილიონ მოქალაქეს აქვს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რეფორმას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე - მხარდამჭერი.
ამ დროისთვის იტალიის პარლამენტი ორი პალატისგან შედგება, რომლებსაც თანაბარი უფლებამოსილება აქვთ. ძალების ასეთი განაწილების გამო ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იბლოკება.
რეფერენდუმზე გატანილი პროექტი კი "რესპუბლიკის სენატის" "რეგიონების სენატად" გადაქცევას ითვალისწინებს. თუ მოსახლეობა საკონსტიტუციო რეფორმას მხარს დაუჭერს, საკონონმდებლო ორგანოში მხოლოდ 100 ადგილი დარჩება. აქედან 74 რეგიონული მრჩეველი, 21 მერი და 5 სენატორი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი უკვე არა სამუდამოდ, არამედ 7 წლის ვადით დანიშნავს.
დღესდღეობით იტალიაში კანონპროექტის დასამტკიცებლად ორივე პალატის მხარდაჭერაა საჭირო. რეფორმის განხორციელების შემთხვევაში მათ უკვე დეპუტატთა პალატა მიიღებს, სენატს საკანონმდებლო ძალაუფლება მხოლოდ რეფორმის და კონსტიტუციაში ცვლილებებეის შეტანის საკითხებზე ექნება.
ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ცვილებებზე ორივე პალატაში კენჭისყრა უკვე გაიმართა, თუმცა მის დაუყოვნებლივ მისაღებად ხმების უმრავლესობა არ შეგროვდა, რის გამოც რეფერენდუმი გამოცხადდა.