კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში ძველი საწყობის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლებამ 9 ადამიანის სიკვდილი უკვე დაადასტურა, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს. სახანძრო სამსახურის განმარტებით, 50-დან 100 ადამიანამდე შესაძლოა შენობის შიგნით იმყოფებოდნენ.
ყოფილი საწყობი ღამის კლუბად იყო გადაკეთებული და შემთხვევის დროს ელექტრონულ ჯგუფ Golden Donna-ს მასპინძლობდა. შენობას არ ჰქონდა გამართული სახანძრო სისტემა, ამიტომ ცეცხლის გაჩენისას არც სიგნალიზაცია ჩართულა.