რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაცემა „Итоги недели"-ის ეთერში განაცხადა, რომ ე.წ არაბული გაზაფხულის დროს, რომელიც ცნობილია ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში რეჟიმის ცვლილებით, რუსეთს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა.
მისი თქმით, მსოფლიოში ძალთა ბალანსი თანდათან აღდგება
„თანამედროვე სამყაროში უსმენენ მხოლოდ მას, ვისი ხმაც საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს იმისთვის, რომ მოუსმინონ. ახლა კი ძალთა ბალანსი აღდგენის გზაზეა. მცდელობამ, რომ შეექმნათ ერთპოლუსიანი მსოფლიო, არ გაამართლა", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
უკანასკნელ პერიოდში რუსეთი თავად არაერთხელ ყოფილა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევისთვის კრიტიკის ობიექტი.