logo_geo
eng_logo
„არქი ჯგუფი“ ბინებს პირველადი შენატანის გარეშე გთავაზობთ!
- +

18 თებერვალი. 2016. 10:49


 

ყველას, ვისაც ბინის შეძენა სურს, „არქი ჯგუფი" საოცნებო პირობებს სთავაზობს - ბინები, პირველადი შენატანის გარეშე, მხოლოდ ყოველთვიური გადახდით და 10-წლიანი განვადებით.


„არქი ჯგუფის" პროექტებში სახლის შეძენას მომხმარებელი ბინის ღირებულების 30%-ის 12 თვეზე გადანაწილებით შეძლებს. დარჩენილი 70% კი, 10 წელზე გადანაწილდება. განვადება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, შემოსავლების დადასტურებისა და  დამატებითი უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე კეთდება.


 „ვიაზრებთ რა იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანიას გააჩნია საზოგადოების წინაშე, ვცდილობთ, ჯეროვნად ვუპასუხოთ ყველა მათ სურვილსა და ფინანსურ შესაძლებლობას. პირველადი შენატანის 12 თვეზე გადანაწილებით, ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ბინის შეძენაში", - აცხადებს „არქი ჯგუფის" დამფუძნებელი ილია წულაია.


შეგახსენებთ, „არქი ჯგუფი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ „არქი ჯგუფის" პროექტების მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით YTONG-ით ხორციელდება. კომპანიას აქვს მრავალი დასრულებული და 9 მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით.

 

არქი ჯგუფი - შენი ევროპული სახლი!

 

საკონტაქტო ინფორმაცია: „არქი ჯგუფი“, ყიფშიძის ქუჩა #15, თბილისი, საქართველო

E-mail: info@archi.ge

2 602 602


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner